გიორგი ვოლსკი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებზე: ამ ბავშვებს ტვინებს ურეცხავენ, ეუბნებიან, რომ არსებობს რუსული ორბიტა, რომელზეც შეიძლება საქართველო მოხვდეს და ასცდეს ევროინტეგრაციის გზას

„ამ ბავშვებს ტვინებს ურეცხავენ, ეუბნებიან, რომ არსებობს რაღაც რუსული ორბიტა, რომელზეც შეიძლება საქართველო მოხვდეს და ასცდეს ევროინტეგრაციის გზას,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირის დაფინანსებით „რუმსში“ ტრენინგები ჩატარდა და სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო.

„ახალგაზრდას, რომელსაც არ აქვს დიდი ინფორმაცია და შეიძლება არ აქვს ანალიტიკური რესურსები იმისათვის, რათა შეაფასოს მდგომარეობა, შენ ჭკუაზე მოიყვან, მით უმეტეს თუკი დააფინანსებ. ამ ბავშვებს ტვინებს ურეცხავენ, ეუბნებიან, რომ არსებობს რაღაც რუსული ორბიტა, რომელზეც შეიძლება საქართველო მოხვდეს და ასცდეს ევროინტეგრაციის გზას რაც თეორიულადაც არ არსებობს და მით უმეტეს, პრაქტიკაში არც ერთხელ არ გადადგმულა ასეთი ნაბიჯი 2012 წლიდან მოყოლებული. ეს ყველაფერი არის მიმართული იქითკენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ახალგაზრდები, ხელისუფლება შეცვალონ და თავისი გავლენა დაამკვიდრონ სამხრეთ კავკასიის ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დახურული შეხვედრები თბილისში – ევროკავშირის დაფინანსებით ტრენინგების სერია დღეს დასრულდა. „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები რეგიონებიდან ჩამოიყვანეს.

შეხვედრები სამი დღის წინ დაიწყო და როგორც თავად აცხადებდნენ, საუბრის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები