“როდესაც ოპონენტები ამბობენ, რომ FARA-ს კანონი შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს, მივიღებთ FARA-ს კანონის ქართულ ანალოგს და ვნახოთ, რა გამოხმაურება იქნება” – მიქანაძე

“როდესაც რიგი ოპონენტები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, ამბობენ, რომ   FARA-ს კანონი შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს, კი ბატონო, აგერ იქნება მიღებული FARA-ს კანონის ქართული ანალოგი და ვნახოთ, რა გამოხმაურება იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის შიგნით მყოფი ოპონენტებისგან, ასევე საზღვარგარეთელი პარტნიორებისგან”, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ გააკეთა.

“რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, ისიც უახლოეს პერიოდში დაინიციირდება. ეს იქნება ბრიტანული სტანდარტის ანალოგი იმისთვის, რომ ჩვენ დეზინფორმაციისგან და ყალბი ამბების გავრცელებისგან საზოგადოება დავიცვათ,” – განმარტა მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში მიმდინარე კვირას ამერიკული FARA-ს ანალოგიური და ბრიტანული მოდელის მიხედვით მომზადებული მედიის შესახებ კანონპროექტები უნდა დაინიციირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები