“გრანტების შესახებ კანონი დაადგენს იმ რეგულაციას, რომლის შესაბამისად, არა უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით, არამედ საქართველოს ბიუჯეტიდან მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება” – მათიკაშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი გრანტების შესახებ კანონს კიდევ ერთხელ აფასებს.
„გრანტების შესახებ კანონი დაადგენს იმ რეგულაციას, რომლის შესაბამისად, არა უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით, არამედ საქართველოს ბიუჯეტიდან მოხდება არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსება, რომელთა საქმიანობაც იქნება კონკრეტულად კეთილი მიზნებისთვის განსაზღვრული“, – განმარტავს მათიკაშვილი.