ვახტანგ ჩოჩია – გრანტების შესახებ კანონზე: ეს პროექტები რეალურად მოწოდებული იქნება, რომ გააკეთონ ის საქმე, რაც გამომდინარეობს ჩვენი სოციალური რეალობიდან და არ იქნება გარედან თავსმოხვეული პროექტები
“ეს პროექტები რეალურად მოწოდებული იქნება, რომ გააკეთონ ის საქმე, რაც გამომდინარეობს ჩვენი სოციალური რეალობიდან და არ იქნება გარედან თავსმოხვეული პროექტები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ვახტანგ ჩოჩიამ გრანტების შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.
„ეს პროექტები რეალურად მოწოდებული იქნება, რომ გააკეთონ ის საქმე, რაც გამომდინარეობს ჩვენი სოციალური რეალობიდან და არ იქნება გარედან თავსმოხვეული პროექტები, რომელთა მიზანიც რეალურად ფორმულირებული და არტიკულირებული იყო სხვანაირად, ხოლო რეალურ მიზანს კი აბსოლუტურად სხვას ატარებდა. შესაბამისად, ეს იქნება ის ალტერნატივა ქართული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ სამოქალაქო სექტორს“, – განმარტა ჩოჩიამ.