ლევან მაჭავარიანი სამშობლოს ღალატის მუხლზე: ძალიან საეჭვოდ ემთხვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს მუხლი ამოიღო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე

„ძალიან საეჭვოდ ემთხვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს მუხლი ამოიღო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე,” – ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ახლა ყველასთვის ნათელია, თუ რატომაც გააკეთეს ეს – მათ ეშინოდათ, რომ რაღაც მომენტში რომ ყოფილიყო იმის რისკი, რომ ისინი გასამართლებულიყვნენ, ეს მუხლი არ უნდა არსებულიყო. რა თქმა უნდა, ეს მუხლი იქნება. ერთადერთი სიტყვა იცვლება – თუ ადრე იყო „სახელმწიფოს ღალატი“, ამ შემთხვევაში იქნება „სამშობლოს ღალატი“,“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენის საკითხი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები