მაია ბითაძე: მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, როგორც შემდგარმა სახელმწიფომ გაამკაცროს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს გარე ჩარევებისგან დაცვას

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, როგორც შემდგარმა სახელმწიფომ გაამკაცროს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს გარე ჩარევებისგან ქვეყნის დაცვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

„ეს პირველ რიგში დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებთან და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასთან“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც ამერიკული „ფარას“ პირდაპირი ასლი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები