დავით მათიკაშვილი: დღეს ფაქტობრივად, „დიფ სთეითის“ ხელში ევროპული ფონდები დარჩა, რომლის მეშვეობითაც „ომის პარტია“ ისევ ცდილობს შექმნას მცდარი ნეგატიური აღქმები და მზაკვრული გეგმები, რასაც ომში ჩართვა ჰქვია

„ევროკავშირის ბიუროკრატებს აუცილებლად მოუწევთ იმ სიმართლის აღიარება, რომ საქართველოში მცდარი აღქმების შექმნით ცდილობდნენ ქვეყანა ისევე ჩაეთრიათ იმ უმძიმეს რეალობაში, დაპირისპირებაში, სადაც დღეს არის ჩვენი მეგობარი და მოძმე უკრაინა,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ფაქტობრივად, „დიფ სთეითის“ ხელში ევროპული ფონდები დარჩა, რომლის მეშვეობითაც „ომის პარტია“ ისევ ცდილობს შექმნას მცდარი ნეგატიური აღქმები და მზაკვრული გეგმები, რასაც ომში ჩართვა ჰქვია.

„ევროკავშირი და ევროკავშირის ბიუროკრატია აუცილებლად იძულებული გახდება, რომ არა აღქმებს და შეთითხნილ გამოგონილ ინსცენირებულ რეალობას, არამედ ფაქტებს გაუსწოროს თვალი. დღეს „დიფ სთეითს“ შეერთებული შტატებიდან გადაკეტილი აქვს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით საკუთარი მიზნების განხორციელების რესურსი, USAID-ის და NED-ის მეშვეობით.

დღეს ფაქტობრივად, „დიფ სთეითის“ ხელში ევროპული ფონდები დარჩა, რომლის მეშვეობითაც „ომის პარტია“ ისევ ცდილობს შექმნას მცდარი ნეგატიური აღქმები და მზაკვრული გეგმები, რასაც ომში ჩართვა ჰქვია, სადაც თავის დროზე და სამწუხაროდ დღესაც, მავანთა თვალთახედვით მოიაზრება საქართველო, როგორც ამ ძალიან მძიმე სცენარის შემადგენელი ნაწილი. ამ რეალობისთვის თვალის გასწორება ევროკავშირს აუცილებლად მოუწევს. ეს რას ნიშნავს?! ეს ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივია დონალდ ტრამპის და აშშ-ის მშვიდობის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა აუცილებლად მიაღწევს ევროკავშირამდე. როგორც არ უნდა სურდეთ თუ, არ სურდეთ ევროკავშირის ბიუროკრატებს, მათ აუცილებლად მოუწევთ იმ სიმართლის აღიარება, რომ სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდს ვგულისხმობ, საქართველოში მცდარი აღქმების შექმნით, ბუნებრივია მე კონკრეტულ ჩინოვნიკებს და „დიფ სთეითს“ ვგულისხმობ და ქვეყნებზე არ მაქვს საუბარი, ცდილობდა, რომ საქართველო ისევე ჩაეთრიათ იმ უმძიმეს რეალობაში, დაპირისპირებაში სადაც დღეს არის ჩვენი მეგობარი და მოძმე უკრაინა. ამისთვის თვალის გასწორება მათ აუცილებლად მოუწევთ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ევროკავშირზე გავლენას იქონიებს“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები