მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველო-თურქეთის ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და მიმოიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების პოზიტიურ დინამიკას.

„მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს ანკარაში, რაც კარგი შესაძლებლობაა, როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების, ისე რეგიონში განვითარებული პროცესების განსახილველად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები