ერდოღანი: თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს შესაძლო მოლაპარაკებებს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა უმასპინძლოს შესაძლო მოლაპარაკებებს უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ომის დასრულების გზების მოსაძებნად.

ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმ აქტიური დიპლომატიური საქმიანობის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ სამი წელია ვაწარმოებთ, ჩვენი ქვეყანა იდეალური მასპინძელია მოლაპარაკებებისთვის, რომელიც სავარაუდოდ დაიწყება უკრაინას, რუსეთსა და ამერიკას შორის“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, მან ზელენსკისთან მოლაპარაკებების დროს თქვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები