რომან კაკულია საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე: ეს შეხვედრა დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და მთავარი გამოწვევა, ის გახლავთ, რომ ამ პროცესის შეფასებასთან მიმართებით არსებობს ორი განსხვავებული შეხედულება

„ცხადია ეს შეხვედრა დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც მსოფლიოს აქვს, სწორედ ის გახლავთ, რომ ამ პროცესის შეფასებასთან მიმართებით არსებობს ორი აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება“ – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საუდის არაბეთში, აშშ-სა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მარტო საქართველოში კი არა, ევროპაშიც და ამერიკაშიც ასეა. ორი რადიკალურად განსხვავებული შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესია ეს.

„თვითონ რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებითაც ძალიან მკაფიოა შეფასებათა სხვაობა. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს არის რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ და ეს ნამდვილად ასეა და ამის უარყოფა არ შეიძლება და არიან ადამიანები, რომლებიც უფრო ფართო კონტექსტში განიხილავენ ამას და საუბრობენ იმ წინაპირობაზეც, რამაც განაპირობა ეს პრინციპში ბოლომდე გაუთვლელი ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკური აგრესია რუსეთის მიმართ, რომელსაც შემდეგ მოჰყვა რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ და აქ არის ზუსტად შუაში გახლეჩილი მოსაზრება, რომ ამ პროცესის მოგვარებისაკენ რომ წავიდეთ ჩვენ და ამ შეხვედრის მიზანი პრობლემის მოგვარებაა და პრობლემას ვერ მოაგვარებ ისე, თუ შენ არ დაინახავ რა არის კონფლიქტის მიზეზი და და ძირითადად ვისი ბრალია ამ კონფლიქტის წარმოშობა.

თუ ვინ არის მთავარი დამნაშავე, ამასთან დაკავშირებით რადგან აბსოლუტურად განსხვავებულია მოსაზრებები, კონსენსუსის მიღწევაც ძალიან ძნელია. ჩვენ მაქსიმალურად შენიღბული პროცესი რომ გქონდა ამის გამოაშკარავება ხდება ახლა და ბატონი ვენსის გამოსვლაც, რომელსაც ამხელა რეაქციები მოჰყვა. როდესაც ევროპაში ჩამოვიდა ვიცე პრეზიდენტი, მან ფაქტობრივად გააკეთა განცხადება, რომლითაც აი მაქსიმალურად გამოიყვანა მწყობრიდან ის სიტუაცია, რომელსაც გარკვეული ტიპის სტაბილურობა ჰქონდა შენარჩუნებული და მაქსიმალური დისონანსი შეიტანა იმისათვის, რომ იქ დაიწყოს რეალურად ის პროცესები, რომ ევროპა მაქსიმალურად მობილიზდეს იმ პრობლემის მოსაგვარებლად რაც იქ ხდება“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები