შალვა პაპუაშვილი: თუკი მზად ხარ დაარღვიო კანონი, მაშინ იყავი მზად რომ ამის გამო დაგეკისრება პასუხისმგებლობა

“თუკი იმისი სითამამე ჰყოფნით და კრიმინალური ვაჟკაცობა ამ მხრივ, რომ დაარღვიონ კანონი, მაშინ ამაზე პასუხისგებასაც შეხვდნენ შესაბამისი სითამამით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონდამრღვევი პასუხისგებისთვის მზად უნდა იყოს.

„პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ვიღაც არღვევს კანონს. ადამიანი თავისუფალია, მათ შორის იმ მხრივ, რომ შეიძლება დანაშაულიც ჩაიდინოს ან კანონიც დაარღვიოს. პრობლემა იმაშია, რომ ზოგიერთს ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ დანაშაული უნდა ჩაიდინოს, კანონი უნდა დაარღვიოს, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. თუკი იმისი სითამამე ჰყოფნით და ასე ვთქვათ, კრიმინალური ვაჟკაცობა ამ მხრივ, თუ რა დავარქვა ამას, სითამამე ჰყოფნით, რომ დაარღვიონ კანონი, მაშინ ამაზე პასუხისგებასაც შეხვდნენ შესაბამისი სითამამით და არა ის, რომ შემდეგ იწყებენ წუწუნს, რატომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი წარმოება?! რატომ ხდება გამოძიება და ა.შ. თუკი მზად ხარ დაარღვიო კანონი, მაშინ იყავი მზად რომ ამის გამო დაგეკისრება პასუხისმგებლობა. ეს არის და ეს. დაარღვიონ კანონი, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობაც მიიღონ სათანადოდ და შემდეგ არ დაიწყონ წუწუნი, რომ არის პოლიტიკური დევნა, წერილების წერა შემდეგ მფარველებთან და სხვადასხვა ასეთი ქმედება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები