ბოჟაძე – „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: არ ვიცი, რატომ შეეშინდა მაინც და მაინც ოპოზიციას და საკუთარ თავზე რატომ მიიღო
“არ ვიცი, რატომ შეეშინდა მაინც და მაინც ოპოზიციას და საკუთარ თავზე რატომ მიიღო. ეტყობა, ძველი გამოცდილება აწუხებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატებას გულისხმობს.
„სამშობლოს ღალატის განმარტება და სახელმწიფოს ღალატის განმარტება, მე მგონი, ძალიან მარტივია ამ თვალსაზრისით. მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და როგორც ჩანს ექნება მომავალი წლების განმავლობაში. იმიტომ, რომ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ პოზიციაშია ჩვენი ქვეყანა. უამრავი რამ ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო. უამრავი ქვეყნის ინტერესი შეიძლება არსებობდეს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. არ ვიცი რატომ შეეშინდა მაინც და მაინც ოპოზიციას და საკუთარ თავზე რატომ მიიღო. ეტყობა ძველი გამოცდილება აწუხებთ. დაველოდოთ განხილვებს“, – განაცხადა ბოჟაძემ.