რატი იონათამიშვილი „სამშობლოს ღალატის” მუხლზე: მნიშვნელოვანია, რომ ბრუნდება ჩანაწერი კანონში

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც შევა სისხლის სამართლის კოდექსში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის” მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბრუნდება აღნიშნული ჩანაწერი კანონში.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც შევა სისხლის სამართლის კოდექსში. ვფიქრობ, ამ მხრივ კიდევ საინტერესო არის თუ თავის დროზე რასთან იყო დაკავშირებული პროცედურების სრული დარღვევით ამ მუხლის ამოღება სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც მოხდა 2008 წლის ომის დაწყებიდან სულ ცოტა ხნით ადრე.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბრუნდება აღნიშნული ჩანაწერი კანონში. ეს, გარდა სამართლებრივი შეფასებისა, მნიშვნელოვანი იქნება სწორედაც რომ საზოგადოების მიმართულებით, ვინაიდან სამშობლოს დაცვა არის თითოეული ჩვენგანის უპირველესი ამოცანა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები