უკრაინის მხარდაჭერის ახალი მექანიზმი – ევროკავშირის ქვეყნების გეგმა

ევროკავშირის ელჩები უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების ახალ ინიციატივაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ,- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ინიციატივის მთავარი მიზანია უკრაინის თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილება.

პოლონური სააგენტოების ცნობით, სახსრები უნდა მოდიოდეს წევრი ქვეყნების ნებაყოფლობითი შენატანებიდან, მათი ეროვნული შემოსავლის პროპორციულად და გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან, რაც დაეხმარება ევროკავშირის ქვეყნებს ფინანსური ტვირთის შემცირებაში.

ახალი ინიციატივა ითვალისწინებს სახსრების ხარჯვის მოქნილ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის სტატუსის პატივისცემას, მაგალითად, ისეთი ქვეყნების, რომლებიც სამხედრო საკითხებში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ.

ამასთან, ახალი ფონდი არ ჩაანაცვლებს „ევროპის მშვიდობის ფონდს“. იმისათვის, რომ ახალი მექანიზმი საერთოევროპული გახდეს, იგი უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები