“ვინაიდან თუშეთში ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა” – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ვინაიდან ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.
ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.
დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.