“მინდა, ყველა ის პირი, ვინც იქნება მოწვეული ჩვენი კომისიის წინაშე, მკაცრად გავაფრთხილო, არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი” – თეა წულუკიანი

“სავარაუდოდ, პარასკევის სხდომაზე, მოწვეული იქნება ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე – მინდა, ყველა ის პირი, ვინც იქნება მოწვეული ჩვენი კომისიის წინაშე, მკაცრად გავაფრთხილო, არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, პარასკევის სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხს დაეთმობა.

“სავარაუდოდ, მოწვეული იქნება და საბოლოოდ, ეს დღის ბოლოს გაფორმდება, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე. ხოლო, ბათუ ქუთელია და სხვა პირები, რომელთა გვარი და სახელები დღეს სხდომის პირველ ნაწილში აგვისტოს ომის კონტექსტში იქნა მოხსენიებული, რა თქმა უნდა, ეს მომავალი კვირის სამუშაო თემა იქნება. მე მინდა ყველა ის პირი, ვინც იქნება მოწვეული ჩვენი კომისიის წინაშე, მკაცრად გავაფრთხილო, არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო ჩვენს საგამოძიებო კომისიასთან თამაში. ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი, იმდენად სერიოზული, რომ კომისიის სხდომის წინაშე გამოცხადებაზე უარი მკაცრად ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამიტომ, ნურაფერს ნუ დაუყენებთ წინ იმას, რომ ჩვენი ოფიციალური შეტყობინების შემდეგ მობრძანდეთ,“ – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები