“ბატონი დავით ჯუღელი არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი; ეს უკვე, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს” – ლევან მაჭავარიანი
“მოგეხსენებათ, რომ ბატონი [დავით] ჯუღელი არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. ეს უკვე, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვაზე პასუხს სცემს”, – ამის შესახევ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ასევე, ძალიან საინტერესო ის ფაქტი, რომ გავიხსენოთ, რომ როდესაც ბატონმა სააკაშვილმა დაავალა ქალბატონ სოფო ჯაფარიძეს რეგიონული ტურნე, ბატონი ჯუღელიც მონაწილეობდა ამ ტურნეში და ასევე ქალბატონი ჯაფარიძის ძალიან ახლო მეგობარია. შესაბამისად, რა თქმა უნდა ახლა აქ კითხვის ნიშანი არც არსებობს. ეს თემა ჩვენ ძალიან გვაგონებს თეთრიწყაროს მოსამართლის თემას, რომელმაც აბსურდული იყო გადაწყვეტილება მიიღო და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე გახლდათ ნაციონალური მოძრაობის ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ის თავის მეუღლეს შემდეგ პოსტებსაც უძღვნიდა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მე შენ მარწყვის ტორტს დაგახვედრებ სახლშიო“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.