“გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით პირი პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება, ყველა შემთხვევაში გვაქვს წარმოდგენილი კადრი” – ვაჟა სირაძე

“შეკრებისა და მანიფესტაციის წესი კანონით არის დარეგულირებული და ამ პერიოდში გზის გადაკეტვის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები არსებობს. დღეს ჩვენ, პოლიცია მივედით ხალხთან – გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით პირი პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება, ყველა შემთხვევაში გვაქვს წარმოდგენილი კადრი”, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ რუსთაველის გამზირზე  მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.

“დღეს ჩვენ მივედით ხალხთან. ასევე, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ მივედით აქციის ორგანიზატორებთან, ვუთხარით, რომ დავეხმარებოდით. შევთანხმდით, რომ გზის მეორე მხარეს აპირებდნენ გადასვლას. პოლიციამ დავუკეტეთ საავტომობილო მოძრაობა, რა დროსაც ხალხმა მოძრაობა დაიწყო, რის შემდეგაც გარკვეულმა პირებმა ხალხი გააჩერეს და განზრახ გადაკეტეს სავალი გზა. შესაბამისად, დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, იდენტიფიცირებულები იქნენ პირები და სამართლებრივი ზომები მივიღეთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები