საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა თურქეთში საქართველოდან სამკურნალოდ ჩასული ონკოპაციენტი ბავშვები მოინახულა

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი თურქეთში მყოფ ქართველ ონკოპაციენტებსა და მათ მშობლებს შეხვდა, ბენეფიციარების მკურნალობის პროცესს გაეცნო და კლინიკებში მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

თამარ ბაგრატიონმა ონკოპაციენტ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს და დღეისათვის მკურნალობის კურსის გავლა ონკოპაციენტ ბავშვებს 8 წამყვან კლინიკაში – თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში შეუძლიათ.

სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას. ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში ჩაერთო 160 ბავშვი. მკურნალობა უკვე დაასრულა 101-მა პაციენტმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები