„ჩვენ გვინდა მივაღწიოთ მტკიცე, გრძელვადიან მშვიდობას“ – ვენსი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

შეერთებულ შტატებს სურს მიაღწიოს მტკიცე და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში და არა ისეთ მშვიდობას, რომელიც რამდენიმე წელიწადში კონფლიქტამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა არაერთი ნაყოფიერი საუბარი, იყო რამდენიმე რამ, რაც ჩვენთვის იყო გასაგრძელებელი და სამუშაო. და ფუნდამენტურად, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ჩვენ გვინდა ომის დასრულება. ჩვენ გვსურს მკვლელობების შეჩერება, მაგრამ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ მტკიცე და გრძელვადიან მშვიდობას და არა ისეთ მშვიდობას, როგორც რამდენიმე წლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის კონფლიქტი“, – აღნიშნა ვენსმა.

მანვე დასძინა, რომ მხარეებს ჰქონდათ „არაერთი კარგი საუბარი“ იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიონ მშვიდობას და კიდევ ბევრი დისკუსია გაიმართება „მომავალ დღეებში, კვირებსა და თვეებში“.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს იყო „კარგი საუბარი“ და აღნიშნა: „ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მეტი, ვიმუშაოთ და მოვამზადოთ გეგმა, როგორ შევაჩეროთ პუტინი და დავასრულოთ ომი“.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ძალიან სურს მშვიდობა, მაგრამ სჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები და ამ საკითხზე შეხვედრებს და მუშაობას კვლავ გააგრძელებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები