ვშიშობ, რომ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვაღიარებ, რომ ხანდახან ცენზურის ყველაზე ხმამაღალი ხმები ისმოდა არა ევროპიდან, არამედ ჩემი ქვეყნის შიგნით, სადაც წინა ადმინისტრაცია ემუქრებოდა და აბულინგებდა სოციალური მედიის კომპანიებს ე.წ. დეზინფორმაციის ცენზურის მიზნით.
ჩვენმა მთავრობამ მოუწოდა კერძო კომპანიებს, გაეჩუმებინათ ადამიანები, რომლებმაც გაბედეს ეთქვათ ის, რაც აშკარა ჭეშმარიტება აღმოჩნდა. როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია სასოწარკვეთილად ცდილობდა ხალხის გაჩუმებას, ასევე ტრამპის ადმინისტრაცია ზუსტად საპირისპიროს გააკეთებს და მე იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე ერთად შევძლებთ მუშაობას“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.