“ამბობენ, ნაჯახით მოკლაო” – რას ამბობს ადგილობრივი კასპში მომხდარ მკვლელობაზე

“გავიგე, რომ ბებო მოკლა – დედის დედინაცვალი”,- ამის შესახებ ადგილობრივი კასპში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, ქალი, სავარაუდოდ ნაჯახითაა მოკლული.

“ამბობენ, ნაჯახით მოკლაო. დედინაცვალს რომ რაჭაში სახლი ჰქონდა მგონი, ეგ უნდა იყოს მიზეზი. მილიცია რომ შესულა დახვედრიათ ნახევრად შიშველი, მკვდარი ქალი. ის დააკავეს”,- ამბობს ადგილობრივი.

ცნობისთვის, მომხდარზე 35 წლამდე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები