დღეს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება

დღეს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება. სამდღიან კონფერენციაზე მსოფლიოს 60-მდე ლიდერი იქნება შეკრებილი. 61-ე კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის.

ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  წლევანდელი კონფერენცია ცვლილებების გადამწყვეტ მომენტს ემთხვევა, მათ შორისაა ადმინისტრაციის ცვლილება აშშ-ში, ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ახალი ციკლი ბრიუსელში და ერთი კვირის შემდეგ დაგეგმილი გერმანიის საპარლამენტო არჩევნები.

როგორც მოსალოდნელია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ​უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ღონისძიების დახურვის წინ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრისტოფ ჰოისგენისგან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეობას გადაიბარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები