“უკრაინის გარეშე მოლაპარაკება უკრაინაზე არ არის სწორი” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი უკრაინის ომზე დონალდ ტრამპის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნატო-ს ამოცანაა, ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში დააყენოს.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ნატო-ს მხრიდან ახალი განცხადებები უნდა გაკეთდეს.

„უკრაინის გარეშე უკრაინაზე მოლაპარაკება არ შეიძლება. ჩვენ გვსურს ვიხილოთ გრძელვადიანი მშვიდობა და არა კონფლიქტისა და აგრესიის დაბრუნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საფრთხედ უკრაინის მიღმაც რჩება“,- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები