ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 60 ფაქტი აღკვეთეს

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი – ,,ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 60 ფაქტი აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით – 4 115 960 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა – 347 087 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები