მზად ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერა გავაძლიეროთ – ვაიმარ+-ის ფორმატის ერთობლივი განცხადება

საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მზად არიან კიევისადმი მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

ევროპელი დიპლომატების განცხადება დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარს მოჰყვა.

“ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ერთგული ვართ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მოუთმენლად ველით ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად მომავალი გზის განხილვას. ჩვენი საერთო მიზნები უნდა იყოს უკრაინის ძლიერ პოზიციაში დაყენება, უკრაინა და ევროპა ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყვნენ”,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მინისტრები ასევე აცხადებენ, რომ უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.

“შეგახსენებთ, რომ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ამიტომ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადება ვაიმარ+-ის ფორმატში გაკეთდა. ეს ფორმატი ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) გარდა უკრაინას, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ესპანეთსა და ევროპულ კომისიას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები