პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების ნაწილი თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.

მომიტინგეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 77-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები