გაერო: შეიხ ჰასინას მიერ ბანგლადეშელების  დარბევა, შეიძლება, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული იყოს

ბანგლადეშის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა და მისი მთავრობა ცდილობდნენ, ძალაუფლებისთვის მიეღწიათ მომიტინგეების წინააღმდეგ სისტემატური, მომაკვდინებელი ძალადობის გამოყენებით, რაც შეიძლება „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის“ ტოლფასი იყოს,- ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა გამომძიებლებმა დაადანაშაულეს გადაყენებული მთავრობა შარშან ოპოზიციაზე მასობრივ სასტიკ ქმედებებში, რომლის დროსაც, მათივე ცნობით, უსაფრთხოების ძალების მიერ, 1400-მდე ადამიანი მოკლეს.

გაერო-ს გუნდმა განაცხადა, რომ „ოფიციალური პოლიტიკა ანტისამთავრობო დემონსტრანტებზე თავდასხმისა და ძალადობრივი რეპრესიების შესახებ“ პოლიტიკური ლიდერების და უსაფრთხოების მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერ იყო მართული.

„ჩვენს მთავარ მიგნებებს შორის არის გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ყოფილი მთავრობის, მისი უსაფრთხოებისა და დაზვერვის აპარატის ჩინოვნიკებმა, ყოფილ მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ძალადობრივ ელემენტებთან ერთად, ჩაიდინეს ადამიანის უფლებების სერიოზული და სისტემატური დარღვევა.

მომიტინგეების მიმართ სასტიკი პასუხი იყო გათვლილი და კარგად კოორდინირებული სტრატეგია ყოფილი მთავრობის მიერ, რათა შეენარჩუნებინა ძალაუფლება ოპოზიციის პირობებში“, – აცხადებენ გაერო-ს საგამოძიებო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ არეულობა დაიწყო სტუდენტთა პროტესტის დროს საჯარო სამსახურში კვოტების წინააღმდეგ და გადაიზარდა შეიხ ჰასინასა და მისი პარტიის განდევნის მოძრაობაში. შედეგად ჰასინა, რომელიც თანამდებობაზე 15 წელი იყო, ვერტმფრენით ინდოეთში გაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები