დავით ქართველიშვილი: სამ რამეს შეიძლება ადამიანი დაელოდოს: აშშ-ის საელჩოს განმარტებას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე, ნაცების საპროტესტო აქციებს აშშ-ის საელჩოსთან და ტრამპის ხელისუფლებისთვის „რუსული” სტიგმის მიკერებას
„როდესაც ტვინის ადგილას თავის ქალაში კონკრეტული და ურყევი აღქმების მატრიცას გინერგავენ – წარმოუდგენელია თუნდაც გარემოს ისეთ ცვლილებებზე მოახდინო რეაგირება, როგორიც არის ზამთრის ჩაცმულობის კომპლექტი,” – ამგვარ შეფასებას აკეთებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ქართველი რადიკალების მდგომარეობის შესახებ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ წარმოუდგენელია ელოდო ადეკვატურობას მათგან, ვის მექანიკურ ქმედებებშიც ეს ბრძანება მითითებული არ არის.
„სამ რაღაცას შეიძლება ადამიანმა უსასრულოდ უყუროს: ბუხარში დანთებულ ცეცხლს, ნაკადულში წყლის ჩხრიალს და იმას – თუ როგორ მუშაობს სხვა.
ასევე სამ რამეს შეიძლება ადამიანი უსასრულოდ დაელოდოს: აშშ-ის საელჩოს განმარტებას საკუთარი ადმინისტრაციის ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე, „სლავაუკრაინელების” და ნაცების საპროტესტო აქციებს აშშ-ის საელჩოსთან და ტრამპის ხელისუფლებისთვის „რუსული” სტიგმის მიკერებას.
როდესაც ტვინის ადგილას თავის ქალაში კონკრეტული და ურყევი აღქმების მატრიცას გინერგავენ – წარმოუდგენელია თუნდაც გარემოს ისეთ ცვლილებებზე მოახდინო რეაგირება, როგორიც არის ზამთრის ჩაცმულობის კომპლექტი, ზაფხულის 40-გრადუსიან სიცხეში მაინც ჩაანაცვლო ადეკვატური კომპლექტაციით მაშინ, როდესაც შენში ქურქისა და ჩექმის გახდის პროგრამის ინსტალაცია ჩადებული არაა…” – წერს დავით ქართველიშვილი.