ირაკლი კირცხალია პროკურატურის მიერ საბოტაჟზე დაწყებულ გამოძიებაზე: ძალიან გახმაურებული საქმე იქნება, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქმე ძალიან გახმაურებული იქნება.

„ძალიან გახმაურებული საქმე იქნება, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია. ძალიან მაღალია ობიექტურად, რადგან საზოგადოებას არ სჭირდება შეხსენება, განსაკუთრებით ბოლო თვეებში და წლებში, თუ როგორ ნათლად და ღიად იყვნენ ჩართულნი თითოეული ის პირი, რომლებიც სამწუხაროდ ფინანსდებოდნენ მსხვილი დონორი ორგანიზაციებიდან, რომელი ორგანიზაციების სახელი უკვე მსოფლიოშია ცნობილი და არა წარმოსაჩენი კუთხით. მე ბატონი ტრამპის როგორც გადაწყვეტილებებს, ისე განცხადებებს ვგულისხმობ ამაში. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა თავის გონივრულ შედეგებამდე“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე და დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები