ილია ინჯია საგამოძიებო კომისიაზე: მიზანია, რომ ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დარჩა უპასუხოდ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტები” თავმჯდომარის, ილია ინჯიას განცხადებით, საგამოძიებო კომისია საზოგადოებაში დაგროვებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

“მიზანია, რომ ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დარჩა უპასუხოდ. ძალიან დიდი ინტერესია საზოგადოებისგანაც, რომ ვიცოდეთ სიმართლე – რა მოხდა? 2008 წლის ომი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გავარკვიოთ იმისთვის, რომ მსგავსი რამე მეორედ არ დაგვემართოს”, – განაცხადა ილია ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები