არჩილ გორდულაძე – ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადებაზე: ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველს მოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, ქართველი ხალხის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველს მოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, ქართველი ხალხის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს.

„საინტერესოა თავიანთ ქვეყნებში ადამიანებმა სახეში რომ ულაწუნონ პოლიციელებს, პირდაპირ მაშხალები ესროლონ, ცოცხლად დაწვის მცდელობები რომ ჰქონდეთ პოლიციელებისა მაშინ რა რეაქცია ექნებათ?! ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შემთხვევაში ვინმემ სხვამ, თუნდაც ქართველმა რომელიმე პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთოს, რომ ჩვენ არ ვცნობთ არჩევნებს იმიტომ, რომ და იმიტომის მერე რატომ არ ცნობენ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა განცხადებებს გააკეთებენ და როგორი იქნება მათი დამოკიდებულება?! შესაბამისად ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველს მოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, ურჩევნიათ ამ ადამიანებს რომ გაჩუმდნენ მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხის პასუხი იქნება რა თქმა უნდა ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები