ზურაბ ჩხაიძე – მზია ამაღლობელზე: ძირითადად უჩივის ზოგად საერთო სისუსტეს – პაციენტს უგრძელდება მონიტორინგის პროცესი
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მონიტორინგის პროცესი გრძელდება.
მისი თქმით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა.
„მისი ზოგადი მდგომარეობა რჩება იგივე. ძირითადად უჩივის ზოგად საერთო სისუსტეს და პაციენტს უგრძელდება მონიტორინგის პროცესი, მხარდამჭერი თერაპია. იცით, რომ ჩატარდა საკონტროლო დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. შედეგების ნახვის შემდგომ მას აეხსნა მოსალოდნელი გართულებების შესახებ და პაციენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდეს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.