აჭარაში მოცეკვავეები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის თემურ ქორიძის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. საპროტესტო აქცია ანსაბლის წევრებმა დღეს ბათუმის დრამატულ თეატრთან გამართეს. მოცეკვავეები ანსამბლის დირექტორის ოთარ მიქელაძის გადადგომას მოითხოვენ, რომელმაც, მათი განცხადებით, საერთო ენა ანსამბლთან ვერ გამონახა.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოცეკვავეები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. ამჟამად ისინი რეპეტიციებზე დასწრებაზე უარს აცხადებენ. ანსამბლის ნაწილი კი უმრავლესობის მოთხოვნებს არ ეთანხმება. ისინი მიიჩნევენ, რომ გაფიცვა მხოლოდ და მხოლოდ ანსამბლს დააზარალებს. სიტუაცია აჭარის სახელმწიფო ანსამბლში ახალი წლის შემდეგ დაიძაბა, როცა სამხატვრო ხელმძღვანელს სამუშაო კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მის გაგრძელებაზე დირექტორმა უარი თქვა.