“მიმდინარე კვირაში დაგეგმილია საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც გაჟღერებული იქნება შემდგომი დეტალები საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით” – ვახტანგ ჩოჩია
“მიმდინარე კვირაში დაგეგმილი არის საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც გაჟღერებული იქნება შემდგომი დეტალები კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ვახტანგ ჩოჩიამ საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
“ზოგადად, ამ კომისიის შექმნის მიზანი არის, რომ შეისწავლოს 2003-2012 წლებში საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს ისეთ დანაშაულებს, როგორიც არის ომის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ არსებული დანაშაული და სხვა ისეთი დანაშაულები, რომლებსაც სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამართლებრივი ნორმები განმარტავენ”, – განმარტა ჩოჩიამ.