პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მანამდე გზის გადაკეტვის მცდელობისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

მომიტინგეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 75-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები