„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

პალესტინური დაჯგუფების, „ჰამასის“ განცხადებით, მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

„პატიმრების (ისრაელელი მძევლები) გათავისუფლება, რომელიც მომავალ შაბათს, 2025 წლის 15 თებერვალს იყო დაგეგმილი, შემდგომ შეტყობინებამდე გადაიდო, სანამ საოკუპაციო რეჟიმი ბოლო კვირების განმავლობაში აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას შეთანხმების პირობების მიმართ, სანამ ოკუპაცია მათ იცავს“, – თქვა „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის სპიკერმა, აბუ უბაიდამ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 19 იანვრიდან შევიდა. შეთანხმების პირველ ეტაპზე ისრაელის ციხეებში მყოფი 1900 პატიმრის სანაცვლოდ, „ჰამასს“ 33 ისრაელელი მძევალი უნდა გაეთავისუფლებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები