ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იმოქმედოს პრაგმატულად და ყველა ცდილობდეს მშვიდობის ხელშეწყობას და თუ მსოფლიოს ყველა სხვადასხვა ძალა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ამ შემთხვევაში, მრავალი განსხვავებული დაინტერესებული მხარე ასევე იმოქმედებს უფრო პრაგმატულად

მე ვფიქრობ, რომ რუსეთი შეიძლება იყოს უფრო პრაგმატული საქართველოს მიმართ, მაგრამ ამდენი წელია საქართველოს მიმართ არაპრაგმატულ პოლიტიკას ატარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.

პრემიერის შეფასებით, დღევანდელი პოლიტიკური ვითარება უკიდურესად რთულია რეგიონში, ზოგადად მსოფლიოში და არ აქვს აზრი რუსეთის ქმედებების სიღრმისეული ანალიზის გაკეთებას.

„მე შემიძლია საქართველოს მაგალითი გითხრათ რუსეთთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი შეიძლება იყოს უფრო პრაგმატული საქართველოს მიმართ, მაგრამ ამდენი წელია საქართველოს მიმართ არაპრაგმატულ პოლიტიკას ატარებენ.

ასე რომ, ეს არის ჩემი აღქმა, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება უკიდურესად რთულია რეგიონში, ზოგადად მსოფლიოში და არ აქვს აზრი რუსეთის ქმედებების სიღრმისეული ანალიზის გაკეთებას.

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იმოქმედოს პრაგმატულად და ყველა ცდილობდეს მშვიდობის ხელშეწყობას და თუ მსოფლიოს ყველა სხვადასხვა ძალა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ამ შემთხვევაში, მრავალი განსხვავებული დაინტერესებული მხარე ასევე იმოქმედებს უფრო პრაგმატულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები