რუმინეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა გადადგომის შესახებ განაცხადა. პოლიტიკოსმა განმარტა, რომ თანამდებობის დატოვებას 12 თებერვალს აპირებს.
მედიის ცნობით, განცხადება ოპოზიციური პარტიების განზრახვის ფონზე გაკეთდა, მოითხოვონ პარლამენტში კენჭისყრა სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის შესახებ.
“ამ კრიზისიდან ქვეყნის გადარჩენისთვის მე ვტოვებ რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას“, – თქვა იოჰანისმა.
ცნობისთვის, კლაუს იოჰანისი პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა. გასული წლის ნოემბერში რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა და ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა.
შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა გაასაიდუმლოვა დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთმა ჯორჯესკუს პოპულარიზაციისთვის სოციალურ მედიაში ფართომასშტაბიანი კამპანია აწარმოა.