რუსეთის საგარეო უწყება: აშშ-სთან დიალოგისთვის მზად ვართ

დონალდ ტრამპის გუნდს სურს, რუსეთთან დიალოგი აღადგინოს და რუსეთი ამისთვის მზადაა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ტრამპის გუნდი, მიუხედავად თავისი და თავისი ხალხის მიერ გაცხადებული ურთიერთგამომრიცხავი პოზიციისა, რუსეთთან დიალოგის განახლების ინტერესს მაინც იჩენს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, რაც არაერთხელ ითქვა. მათ შორის, მზად ვართ ვიმსჯელოთ უკრაინაში ომის მოგვარების შესახებ, მაგრამ მხოლოდ თანაბარი, ორმხრივად მისაღები პირობების საფუძველზე“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ჯერჯერობით მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტების შესახებ შეთანხმება არ მომხდარა, თუმცა რიაბკოვი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდება.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები