“ოთხი თვე გავიდა და ერთი გაყალბებული ხმა ვერ გვაჩვენეს, ვერც გვაჩვენებენ” – კახა ლაბუჩიძე
“როდესაც რთავ ოპოზიციის სამ ტელევიზიას, ზუსტად ასე იწყებენ, რომ დღეს არის პირობითად 67-ე დღე, როდესაც ქართველი ხალხი ისევ დგას, აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„მეოთხე თვეა, რაც არჩევნები დამთავრდა. მინდა, მათ ვთხოვო, რომ „ქართველი ხალხი“, ამ ტერმინს ნუ იყენებენ, რადგან ქართველმა ხალხმა აირჩია 89 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ამ პარლამენტში. ამომრჩევლის რაღაც რაოდენობამ აირჩია ერთგან 12 წევრი პარლამენტის, მეორეგან 14, 16 და 18. ნუ გველაპარაკებიან დაჯამებულად, თუმცა, კარგი, დავაჯამოთ, მაგრამ, როდესაც შენ მოსახლეობის იმდენი მხარდამჭერი გყავს, რომ გაძლევს 14 მანდატს, თავი დაანებე ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკს. 4 თვე გავიდა და ერთი გაყალბებული ხმა ვერ გვაჩვენეს, ვერც გვაჩვენებენ“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.