საგარეჯოში, 40 წლამდე კაცის მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

„საგარეჯოში, 40 წლამდე კაცის მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა”, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაკავებული კახეთის სამხარეო დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

შემთხვევა გუშინ სოფელ ანთოკში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
40 წლამდე მამაკაცს მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები