იაპონიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ჩავიდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის აშშ-ში ჩავიდა,- ამის შესახებ “სიენენი” წერს.
მედიის ცნობით, ლიდერები თავდაცვისა და ეკონომიკის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ.
სამიტი იშიბას აქცევს პირველ აზიელ ლიდერად, რომელიც ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ შეხვდა.
როგორც მედია ვარაუდობს, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შეეცდება, განიხილოს იაპონური ინვესტიციები აშშ-ში, ისევე როგორც ორი ქვეყნის უსაფრთხოების ალიანსი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც იაპონია ცენტრალური ქვეყანა იყო ვაშინგტონის უსაფრთხოების სტრატეგიაში.