სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის სანქციებს გმობს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაგმო ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები და განაცხადა, რომ ეს ბრძანება ცდილობს, ზიანი მიაყენოს სასამართლოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მუშაობას.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გმობს აშშ-ის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის მიზანია თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესება და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის დაზიანება. სასამართლო გვერდში უდგას პერსონალს და იღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს მართლმსაჯულება“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ICC მოუწოდებს მის მონაწილე 125 სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებას და მსოფლიოს ყველა ერს, დადგეს ერთიანი სამართლიანობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები