ფილიპინებში სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

სამხრეთ ფილიპინებში, სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

“აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თვითმფრინავი ჩამოვარდა ფილიპინების მაგუინდანაო დელ სურის პროვინციაში. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კატასტროფის შედეგად გადარჩენილი არავინაა. ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და თავდაცვის სამი კონტრაქტორი იყო”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები