კაია კალასის თქმით, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის ელექტრო ქსელს სამუდამოდ გამოეთიშებიან
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხვალ სამუდამოდ გამოეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, რუსეთი ელექტრო ენერგიას შანტაჟის იარაღად ვეღარ გამოიყენებს.
“ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხვალ სამუდამოდ გამოეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს. რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგიას შანტაჟის იარაღად. ეს არის თავისუფლებისა და ევროპის ერთიანობის გამარჯვება”,- წერს კალასი.
ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნები მეზობელი რუსეთისა და ბელარუსის ელექტროენერგიის ქსელს გამოეთიშებიან და ევროკავშირელი მოკავშირეებისკენ გადაერთვებიან.