თორნიკე ჭეიშვილი: ამერიკული „ფარას“ გადმოტანა ქართულ სამართლებრივ სივრცეში, მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი გაძლიერდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომელიც ამერიკული ფარას ანალოგის ქართულ რეალობაში დანერგვას გულისხმობს. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა გააძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს.

„ის დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათ შორის გულისხმობს ამერიკული ფარას გადმოტანას ქართულ სამართლებრივ სივრცეში, უპირველესად მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერება და ამ სუვერენიტეტის დაცვისთვის, კიდევ უფრო მეტი სამართლებრივი გარანტიის გაჩენა“, – აცხადებს ჭეიშვილი.

ცნობისთვის, „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის ინიციირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები