თენგიზ შარმანაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე: არავინ არაფერს არ ზღუდავს, აქ საუბარია იმაზე, რომ სტანდარტები დაცული, ინფორმაცია კი გადამოწმებული და სანდო იყოს
„არავინ არაფერს არ ზღუდავს, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს სტანდარტები დაცული და ინფორმაცია გადამოწმებული და სანდო იყოს,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მედიარეგულაციას ეხება.
„იცით თქვენ რომ ბრიტანელები პიონერები არიან დემოკრატიის. მათ პირველად შემოიღეს ეს სტანდარტები მედიისთვის – როგორ უნდა გადამოწმდეს ინფორმაცია, როგორ უნდა იყოს ეს ინფორმაცია სანდო, ვის რა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები გააჩნია. არავინ არაფერს არ ზღუდავს, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს სტანდარტები დაცული და ინფორმაცია გადამოწმებული და სანდო იყოს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მომზადდება მედიის შესახებ კანონი. ის ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისი იქნება, რომლის თანახმად, დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.