თენგიზ შარმანაშვილი: რეგულაციები, რომლებიც არის შემოღებული და რომლებიც იქნება შემოღებული, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს

„რეგულაციები, რომლებიც არის შემოღებული და რომლებიც იქნება შემოღებული, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს’’, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა იწყებს ნელ-ნელა გაწმენდას იმ თავსმოხვეული, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან, რომელიც არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს.

„ჩვენ ამ კანონმდებლობებს როდესაც ვიღებდით, ჩამოდიოდნენ ექსპერტები და რაც თავის ქვეყნებში რეგულაციები აქვთ ასეთ შემთხვევაში, საწინააღმდეგო რაღაცებს გვაღებინებდნენ, რომ ძირი გამოეთხარათ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. დაეკნინებინათ ქართული სახელმწიფო, რომ არ გვქონოდა არანაირი მექანიზმი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული.

ისევ ვიმეორებ, ეს რეგულაციები, რომლებიც არის შემოღებული და რომლებიც იქნება შემოღებული, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. უკვე საქართველოს კანონმდებლობა იწყებს ნელ-ნელა გაწმენდას იმ თავსმოხვეული, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან, რომელიც არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს და მაინცდამაინც ჩვენ გვიბიძგებდნენ, გვქონოდა“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს. პროექტის მიხედვით, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ასევე მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები