თენგიზ შარმანაშვილი: ერთი ერთში, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იქნება გადმოღებული ამერიკული „ფარა“ 

“ერთი ერთში, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იქნება გადმოღებული ამერიკული „ფარა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს ქვეყანას ამერიკულ სტანდარტს მოუტანს.

„ერთი ერთში, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იქნება გადმოღებული ამერიკული „ფარა“. ქვეყანას მოუტანს ამერიკულ სტანდარტს. ეს ფონდები აშშ-ის ოფიციალურმა უმაღლესმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, როგორც „რადიკალი გიჟები“ და ასევე გამოაცხადა, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციები. აი, ეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ „რადიკალი გიჟებისგან“ ფინანსდებოდნენ – ეს არ არის ჩვენი ტერმინოლოგია, ამერიკის ხელისუფლების ტერმინოლოგიაა და ამერიკის ტერმინოლოგიითვე გამოცხადებული არიან დანაშაულებრივ ორგანიზაციებად“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები